წალენჯიხა

2010 წლის აგვისტოს თვეში ,,ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის”  დაფინანსებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სარებილიტაციო პროექტი დაიწყება, რომლის საინვესტიციო ღირებულება 1 მილიონ 874 ათას 400 ლარით არის  განსაზღვრული. Pპროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს და მისი დასრულების შემდეგ (სავარაუდოდ 2011 წლის მარტში), წალენჯიხის  მოსახლეობას წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურება გაუუმჯობესდება. მუნიციპალიტეტი 24 საათიან მიწოდების გრაფიკზე გადავა.