ვანი
,,აზიის განვითარების ბანკის” დაფინანსებით, ვანის მუნიციპალიტეტში წყალგაყვანილობის სისტემის სამშენებლო პროექტი დასრულებულია. 2010 წლის აგვისტოს თვეში, უკვე ,,ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის” დახმარებით 768 ათას 000 ლარის ღირებულების სამუშაოები დაიწყება. მოეწყობა შიგა გამანაწილებელი ქსელი და დამატებით 800 აბონენტს, გამრიცხველიანებასთან ერთად გაუუმჯობესდება წყალმომარაგების მომსახურება. იგი, სავარაუდოდ 2011 წლის მარტში უნდა დასრულდეს.















