ქარელი-აგარა
2010 წლის აგვისტოს თვეში ,,ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის” დაფინანსებით, ქარელსა და აგარაში ერთდროულად დაიწყება წყალმომარაგების სარებილიტაციო პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 1 მილიონ 848 ათას 000 ლარით არის განსაზღვრული. Pპროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს და მისი დასრულების შემდეგ (სავარაუდოდ 2011 წლის მაისში), ქარელის მუნიციპალიტეტის 7 ათას 185, ხოლო აგარას 3 ათას 570 აბონენტი სასმელი წყლის მიწოდების 10-12 საათიან გრაფიკზე გადავა. Aაქედან 500 ოჯახი 24 საათიან რეჟიმში მიიღებს წყალს.















