მოწვევა ტენდერში მონაწილეობაზე - მესტიაში წყალმომარაგების სათავე ნაგებობების მშენებლობაზე

შედეგები

 

თარიღი 3 მაისი,  2011
სესხის ნომერი და დასახელება სესხი 2749-გეო: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 1
კონტრაქტის ნომერი და დასახელება მეს-01, მესტია - წყალმომარაგების სათავე ნაგებობები
სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადა 13 ივნისი, 2011, 14:00სთ.

 

  1. საქართველომ  მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკიდან (ADB). აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებულ იქნება  ზემოხსენებული კონტრაქტის დასაფინანსებლად. სატენდერო ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პრეტენდენტებს აზიის განვითარების ბანკის უფლებამოსილი წარმომავლობის ქვეყნებიდან.
  2. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებს დალუქული სატენდერო წინადადების მიღებას უფლებამოსილი პრეტენდენტებისგან  წყალმომარაგების სათავე ნაგებობების სამუშაოების შესრულებაზე. ძირითად სამუშაოები მოიცავს ტიროლის ტიპის წყალმიმღების მშენებლობას მდინარე მესტიაჭალაში, DN300 მაღალი სიმტკიცის თუჯის მაგისტრალური მილსადენის გაყვანას დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე და 2,000მ3 ბეტონის რეზერვუარის მშენებლობას. მთლიანი სამუშაოებისთვის გათვლილი მშენებლობის პერიოდი შეადგენს. 540 დღეს.
  3. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სატენდერო დოკუმენტაციის შესამოწმებლად, პრეტენდენტები უნდა დაუკავშირდნენ საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციით:

    საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
    არჩილ შერაზადიშვილი და/ან ია მაზანიშვილი
    ანა პოლიტკოვსკაიას 5                         
    თბილისი 0186
    საქართველო
    ტელეფონი: (995 32) 91 90 60
    ფაქსი: (995 32) 91 90 61
    ელექტრონული ფოსტის მისამართი: a.sherazadishvili@water.gov.ge, iamazanishvili@yahoo.com

  4. ტენდერში მონაწილეებს მოეთხოვებათ მინიმუმ  შემდეგი ფინანსური მდგომარეობა: 8,000,000  ლარის საშუალო ყოველწლიურ სამშენებლო ბრუნვა და  1,400,000  ლარის ნაღდი ფულის მიმოქცევა  ოთხი თვის განმავლობაში. აუცილებელი სამშენებლო გამოცდილება მოიცავს ბოლო 5 წლის განმავლობაში 10 კილომეტრის მანძილზე ჩატარებულ მილგაყვანილობების სამუშაოებს > DN 200, 25,000მ³ მიწის სათხრელ სამუშაოებს და ბეტონის > 500მ³ სამუშაოებს.
  5. სატენდერო დოკუმენტაციის ინგლისურ ენაზე შესაძენად, უფლებამოსილმა პრეტენდენტებმა  უნდა უზრუნველყონ შემდეგი პირობები:
    • ზემოაღნიშნულ მისამართზე გააგზავნონ წერილი მეს-01, მესტიის წყალმომარაგების სათავე ნაგებობების სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესახებ;
    • გადაიხადონ  300 ლარის ოდენობის აუნაზღაურებელი გადასახადი აღნიშნული დოკუმენტაციის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში მისაღებად და 500 ლარის ოდენობის აუნაზღაურებელი გადასახადი დოკუმენტაციის მისაღებად კურიერის მეშვეობით.
  6. ნაღდი ფულის ანგარიშსწორებით:
    10:00  და  17:00 საათს შორის მესამე პუნქტში მითითებულ კომპანიაში;

    ან

    უზრუნველყონ ელექტრონული გადარიცხვა შემდეგ ანგარიშზე:

    საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
    სს ლიბერთი ბანკი, ცენტრალური ფილიალი
    SWIFT კოდი: LBRTGE22
    ანგარიშის ნომერი: GE77LB0113123325230012

    სატენდერო დოკუმენტაციების მიღება შესაძლებელია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ელექტრონული გადარიცხვის ან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. ალტერნატივის სახით, წერილობითი მოთხოვნის წარდგენისა და გადასახადის უზრუნველყოფის შემდეგ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურიერის მეშვეობით გაუგზავნის სატენდერო დოკუმენტაცია დაინტერესებულ პრეტენდენტებს. სატენდერო დოკუმენტაციები გაცემული იქნება მხოლოდ დაბეჭდილი ფორმატით.

  7. წარმოადგინეთ თქვენი წინადადება:
    • ზემოაღნიშნულ მისამართზე
    • 2011 წლის 13 ივნისის 14:00 საათზე ან უფრო ადრე
    • 200,000 ლარის სატენდერო გარანტიასთან ერთად ან შესაბამისი ეკვივალენტით თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში.

 

სატენდერო წინადადებები გაიხსნება უშუალოდ მათი მიღების ბოლო ვადის დასრულებისას პრეტენდენტების შერჩეული წარმომადგენლების თანდასწრებით.