ამბროლაური
,,მსოფლიო ბანკის” დაფინანსებით, ამბროლაურში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ წყალსადენისა და წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა.
2011 წლის მაისი თვეში ,,აზიის განვითარების ბანკის” დაფინანსებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სარებილიტაციო პროექტის მეორე ეტაპი დაიწყება, რომლის საინვესტიციო ღირებულება 20 მილიონ 805 ათას 300 ლარით არის განსაზღვრული. Pპროექტს, კვლავ მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს და მისი დასრულების შემდეგ (სავარაუდოდ 2013 წლის დეკემბერში), ამბროლაურის მოსახლეობას წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურება გაუუმჯობესდება. Mმუნიციპალიტეტი 24 საათიანი მიწოდების გრაფიკზე გადავა.















