განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ
შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია’’ აცხადებს კონკურსს თანამშრომლების მისაღებად კომპანიის რეგიონულ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში.
თანამდებობების გასაცნობად, რომლებზეც ცხადდება კონკურსი, მიჰყევით თანდართულ ბმულებს:
- სამეგრელო, ზემო სვანეთის და გურიის რეგიონულ ფილიალსა და მასში შემავალ სერვის ცენტრებში არსებული თანამდებობები.
- იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონულ ფილიალსა და მასში შემავალ სერვის ცენტრებში არსებული თანამდებობები.
- შიდა ქართლის და მცხეთა მთიანეთის რეგიონულ ფილიალსა და მასში შემავალ სერვის ცენტრებში არსებული თანამდებობები.
- სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ფილიალსა და მასში შემავალ სერვის ცენტრებში არსებული თანამდებობები.
- ქვემო ქართლის რეგიონულ ფილიალსა და მასში შემავალ სერვის ცენტრებში არსებული თანამდებობები.
- კახეთის რეგიონულ ფილიალსა და მასში შემავალ სერვის ცენტრებში არსებული თანამდებობები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კონკურსანტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება (ყველა თანამდებობაზე);
ბ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (ტექნიკური პროფილის თანამდებობების გარდა);
- ტექნიკური პროფილის თანამდებობებისათვის კონკურსანტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება;
ბ) იგივე ან ანალოგიურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
პიროვნული მოთხოვნები:
ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი, გადაწყვეტილებების მიღების და საკუთარი იდეების შემოთავაზების უნარი, ფუნქციების დელეგირების უნარი. კონტროლის და მონიტორინგის უნარი.
კონკურსის ეტაპები
კონკურსი შედგება ორი ეტაპისაგან:
I ეტაპი - შემოსული სააპლიკაციო ფორმების (ანკეტების) სელექცია (შერჩევა);
II ეტაპი - სააპლიკაციო ფორმების (ანკეტების) განხილვის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.
პირველ ეტაპზე მოხდება ყველა შემოსული სააპლიკაციო ფორმის (ანკეტის) გადარჩევა.
მხოლოდ წარმატებული კანდიდატები გადავლენ კონკურსის მეორე ეტაპზე.
სააპლიკაციო ფორმის (ანკეტის) გადმოსაწერად მიჰყევით ამ ბმულს.
შესავსები სააპლიკაციო ფორმების (ანკეტების) მიღება ასევე შესაძლებელია კომპანიის რეგიონულ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 2010 წლის 10 ივლისამდე უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: konkursi@water.gov.ge ან წარადგინონ კომპანიის რეგიონულ ფილიალებში შემდეგ მისამართებზე:
- სამეგრელო, ზემო სვანეთის და გურიის რეგიონული ფილიალი - ქ.სენაკი რუსთაველის ქუჩა # 243
- იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ფილიალი - ქ. ქუთაისი გუგუნავას #1
- შიდა ქართლის და მცხეთა მთიანეთის რეგიონული ფილიალი - ქ. გორი ჯორბენაძის # 2
- სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალი - ქ. ახალციხე. მანველიშვილის ქუჩა #9
- ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალი - ქ. ბოლნისი, ჭავჭავაძის ქუჩა # 49
- კახეთის რეგიონული ფილიალი - ქ. თელავი, ერეკლე II ქუჩა # 2
კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან პირველ ეტაპს ვალდებულნი არიან გასაუბრებაზე წარმოადგინონ:
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- ფოტო სურათი 3X4;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
საბუთების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: (822) 72 90 90 ყოველ დღე შაბათ- კვირის გარდა 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია”
სხვა ამბები:
25 იანვარი, 2012
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ირაკლი კვაშილავასთან ერთად, ქუთაისში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მომსახურების ახალი ცენტრები და რეაბილიტირებული სკვერი გახსნა.
აღნიშნული ცენტრი მოსახლეობას ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება და საშუალებას მისცემს აბონენეტებს ოპერატიულად მიიღონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ქუთაისის წყალმომარაგების სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს კიდევ ერთი ახალი საინფორმაციო ცენტრიც გააცნო, რომელიც ავტოქარხნის დასახლებაში მდებარეობს და რომელსაც ცენტრალურ ოფისში არსებული სერვის ცენტრის ანალოგიური ფუნქცია აქვს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ირაკლი კვაშილავას განცხადებით, მსგავსი საინფორმაციო ცენტრები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გაიხსნება. ამით წყალმომარაგების კომპანიასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაცია გამარტივდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პირადად შეამოწმა ახალ საინფორმაციო ცენტრში მომსახურების ხარისხი. ქუთაისის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერიც მოეწყო, რათა კომპანიაში მოსული აბონენტი საკუთარ ჯერს კეთილმოწყობილ და კომფორტულ პირობებში დაელოდოს.
23 იანვარი, 2012
დღეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონების და სერვის ცენტრების მენეჯერები კომპანიის დირექტორს, ირაკლი კვაშილავას და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, ჯამბულ ბაკურაძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს არსებული პრობლემები, მათი გადაჭრის გზები და სამომავლო გეგმები. კონკრეტულად საუბარი შეეხო 2012 წელს დაგეგმილი ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა ტექნოლოგიების და ელექტრონული დოკუმენტ-ბრუნვის დანერგვა, საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობა. კომპანიის დირექტორმა მნიშვნელოვნად გამოჰყო სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც წყალმომარაგების პირობებს გააუმჯობესებს რეგიონებში.
12 იანვარი, 2012
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 2012 წლის 11 იანვარს გრანულომეტრიული აპარატი შეიძინა, რომელიც წყლის შემცველი ნაწილაკების რაოდენობის და ზომების დადგენის საშუალებას იძლევა.
აღნიშნული დანადგარი კომპანიას დაეხმარება წყლის გამწმენდი ნაგებობის ფილტრის და სალექარის რეალური ზომების შერჩევაში, რაც, თავისმხრივ, პროექტირების სრულყოფილად შესრულებაში შეიტანს წვლილს და მნიშვნელოვნად გაზრდის აბონენტებისათვის მიწოდებული წყლის ხარისხს.
10 იანვარი, 2012
დღეს, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს და ქვემო-ქართლის გუბერნატორს დავით კირკიტაძეს მარნეულის წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გააცნო.
წყალმომარაგების საკითხი მარნეულში წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე მარნეულის 35 ათასამდე მოსახლე წყალს, ყოველ მეორე დღეს 4 საათიანი გრაფიკით იღებდა.
მარნეულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. პროექტის ფარგლებში აშენდა წყლის ერთი სატუმბი სადგური, ხოლო მეორე მშენებლობის პროცესშია. წყლის სათავე ნაგებობაზე მიმდინარეობს სადრენაჟე სისტემის მოწყობა. ასევე, 600კუბურ მეტრიანი რეზერვუარის მშენებლობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მარნეულის მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან წყალს ყოველდღიურად 7-8 საათიანი გრაფიკით მიიღებს. პროექტზე 30-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.
9 იანვარი, 2012















