შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია’’ აცხადებს კონკურსს შემდეგ თანამდებობებზე

  ანცხადება

 

შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია’’ აცხადებს კონკურსს შემდეგ თანამდებობებზე:

·         პროექტირების დეპარტამენტის  სპეციალისტი;

·         შესყიდვების სპეციალისტი;

·         წყალმომარაგების და წყალარინების ინჟინერი;

·         წყალმომარაგების დეპარტამენტის სპეციალისტი;

·         მშენებლობის დეპარტამენტის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველის სპეციალისტი;

·         მშენებლობის დეპარტამენტის მშენებლობის აუდიტის სამმართველოს სპეციალისტი;

·         საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური და კავშირგაბმულობის სამმართველოს სპეციალისტი;

·         საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტი.

 

კონკურსანტები  უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი  განათლება;

ბ) იგივე ან ანალოგიურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი  გამოცდილება

 

პიროვნული მოთხოვნები:

 

ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი, გადაწყვეტილებების მიღების და საკუთარი იდეების შემოთავაზების უნარი, ფუნქციების დელეგირების უნარი. კონტროლის და მონიტორინგის უნარი.

 

კონკურსის ეტაპები

კონკურსი შედგება ორი ეტაპისაგან:

I ეტაპი _  შემოსული სააპლიკაციო ფორმების (ანკეტების) სელექცია (შერჩევა);

II ეტაპი _  სააპლიკაციო ფორმების (ანკეტების) განხილვის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან  გასაუბრება.

 

სააპლიკაციო ფორმის  (ანკეტის) გადმოსაწერად მიჰყევით ამ ბმულს სააპლიკაციო ფორმა.

კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით  გაივლიან პირველ ეტაპს ვალდებულნი არიან გასაუბრებაზე წარმოადგინონ:

ა)   პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;

ბ)   ფოტო სურათი  3X4;

გ)   უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 2010 წლის  24  ოქტომბრისა  უნდა გამოაგზავნონ   შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: konkursi@water.gov.ge  ან წარადგინონ კომპანიის სათაო ოფისში შემდეგ მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) 5.

სხვა ამბები:

ასპინძის მოსახლეობას გაუმჯობესებული წყალმომარაგება ექნება
30 აგვისტო, 2016
 ასპინძის 3000-მდე მოსახლე გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს. ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს   გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ონის მოსახლეობა გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი
19 აგვისტო, 2016
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გეგმას გაეცნო. 
გიორგი კობერიძემ ზუგდიდისა და ანაკლიის მოსახლეობას წყლის ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო
16 აგვისტო, 2016
 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან  და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდისა და ანაკლიის მოსახლეობას მიმდინარე და  დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
წნორის მოსახლეობა ცენტრალური წყალმომარაგების სისტემით პირველად ისარგებლებს
26 ივლისი, 2016
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, ქ. წნორის ცენტრალური წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.  
ახმეტის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება
18 ივლისი, 2016
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომელიც ახმეტის  წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.