შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ბუღალტრის პოზიციაზე კომპანიის შემდეგ სერვის ცენტრებში:
ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, სართიჭალა, წალკა, გორი, კასპი, მცხეთა, ქარელი, ხაშური, სტეფანწმინდა, თიანეთი, დუშეთი, აბაშის, სენაკისა და ხობის გაერთიანებული სერვის ცენტრი, ფოთი, ზუგდიდი, მარტვილი, მესტია, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ამბროლაური, ბაღდათი, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, ლენტეხი, ონი, სამტრედია, ტყიბული, ცაგერი, ხონი, ხარაგაული, წყალტუბო, ჭიათურა, ქუთაისი, ახალციხე, ასპინძა, ადიგენი, ახალქალაქი, ბორჯომი, ნინოწმინდა, თელავი, სიღნაღი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, გურჯაანი, ყვარელი, ახმეტა, საგარეჯო.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება (ეკონომიური). სპეციალობა – საბუღალტრო აღრიცხვა;
· ბუღალტრად მუშაობის 2 წლის გამოცდილება;
· კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა.
შერჩეული კანდიდატის შრომის ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და განათლების გათვალისწინებით 300 დან 700 ლარამდე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფოტოსურათთან ერთად (ბიოგრაფია) შემდეგ მისამართზე konkursi@water.gov.ge ან მიიტანონ კომპანიის შესაბამის სერვის ცენტრში 2011 წლის 28 ნოემბრამდე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სერვის ცენტრი, რომელშიც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!















