ახალი ამბები
7 მაისი, 2012
წყალტუბოს მოსახლეობას 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა წყალტუბოს წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები პირადად დაათვალიერა.
სამკურნალო წყლებით მდიდარი კურორტის - წყალტუბოს მოსახლეობის ნაწილი დაზიანებული და ამორტიზებული წყალმომარაგების სისტემის გამო, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე სასმელ წყალს დღეში 2-3 საათიანი, ნაწილი კი, 5-6 საათიანი გრაფიკით, კვირაში რამდენიმე დღე იღებდა.Gპროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობას, 2000 და 5000 კუბურ მეტრის მოცულობის რეზერვუარებს და სატუმბ სადგურს. გამოიცვლება 105 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. შედეგად, წყალტუბოს მოსახლეობა და დამსვენებლები 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 120 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა.
სამუშაოები, საქართველოს 17 ქალაქისა დასოფლის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ევროპისსაინვესტიციო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემისსარეაბილიტაციო სამუშაოებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი შემდეგ ქალაქებსა და სოფლებში ჩაატარებს: ლენტეხი, ცაგერი, მარტვილი, წალენჯიხა, წყალტუბო, ოზურგეთი, ვანი, ლანჩხუთი, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, სურამი, ქარელი, კასპი, ომალო, ლაგოდეხი, სართიჭალა. სამუშაოებზესულ პირდაპირ და ირიბად 5 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რომელთაუმრავლესობა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა იქნება. აღნიშნული პროექტირეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იმ გეგმისნაწილია, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ყველამუნიციპალიტეტი ყოველდღიურ წყალმომარაგებაზე გადავა.
7 მაისი, 2012
ოზურგეთის მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან სასმელ წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს. დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პრეზიდენტის რწმუნებულთან გურიის რეგიონში ვალერი ჩიტაიშვილთან ერთად დაათვალიერა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, წყალმომარაგების ამორტიზებული სისტემის გამო ოზურგეთის მოსახლეობას სასმელი წყალი, დღეში რამდენიმე საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. პროექტის ფარგლებში ქალაქის წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე დამონტაჟდება საკონტროლო ურდულები, მოეწყობა 3 სატუმბი სადგური, სადაც ეკო ტუმბოები დამონტაჟდება. წყალმომარაგების ქსელი 4 ზონად დაიყოფა და შიდა ქსელი ახლით შეიცვლება. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდეგ ელექტრო ენერგიის დანახარჯი შემცირდება და ოზურგეთის მოსახლეობის ნაწილი წყალს 24, ნაწილი კი, 12 საათიანი გრაფიკით მიიღებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სულ 50 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა.
აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები, საქართველოს 17 ქალაქისა და სოფლის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი შემდეგ ქალაქებსა და სოფლებში ჩაატარებს: ლენტეხი, ცაგერი, მარტვილი, წალენჯიხა, წყალტუბო, ოზურგეთი, ვანი, ლანჩხუთი, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, სურამი, ქარელი, კასპი, ომალო, ლაგოდეხი, სართიჭალა. სამუშაოებზე სულ პირდაპირ და ირიბად 5 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა იქნება. აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იმ გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი ყოველდღიურ წყალმომარაგებაზე გადავა.
3 მაისი, 2012
სართიჭალის მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან სასმელ წყალს 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში მიიღებს. დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, სართიჭალის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პრეზიდენტის რწმუნებულთან ქვემო ქართლის რეგიონში დავით კირკიტაძესთან ერთად დაათვალიერა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, მოძველებული და ამორტიზებული ცენტრალური მაგისტრალისა და შიდა ქსელის გამო, სართიჭალის მოსახლეობას წყალი კვირაში სამჯერ, დღეში 4-5 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა.
პროექტის ფარგლებში აშენდება 2 სატუმბი სადგური, 2 საქლორატორო ნაგებობა, არსებულ რეზერვუარს ჩაუტარდება რეაბილიტაცია, შეიცვლება 32კმ სიგრძის წყალსადენი ქსელი და მოხდება მოსახლეობის სრული გამრიცხველიანება. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სულ 100-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა.
აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები, საქართველოს 17 ქალაქისა და სოფლის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი შემდეგ ქალაქებსა და სოფლებში ჩაატარებს: ლენტეხი, ცაგერი, მარტვილი, წალენჯიხა, წყალტუბო, ოზურგეთი, ვანი, ლანჩხუთი, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, სურამი, ქარელი, კასპი, ომალო, ლაგოდეხი, სართიჭალა. სამუშაოებზე სულ პირდაპირ და ირიბად 5 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა იქნება. აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იმ გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი ყოველდღიურ წყალმომარაგებაზე გადავა.
24 აპრილი, 2012
ქალაქ ფოთში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციახორციელდება, პროექტის დასრულების შემდეგ ფოთის მოსახლეობა წყალს ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში მიიღებს. 8 მარტის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და მუნიციპალური განვითარების თავმჯდომარემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა გურამ მისაბიშვილმა მოინახულეს და დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მცხოვრებ ჯანჯღავების ოჯახსაც ეწვივნენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, ფოთში წყალმომარაგების მხრივ რთული ვითარება იყო. მოსახლეობა სასმელ წყალს ყოველ მეორე, ან მესამე დღეს 5 საათიანი გრაფიკით, შეფერხებებით და დაბალი წნევით იღებდა.
პროექტის ფარგლებში შეკეთდა ცენტრალური მაგისტრალი, აშენდა რეზერვუარი, სატუმბი სადგური, საქლორატორო. შეიცვალა წყალმომარაგების მილები, რომელთა საერთო სიგრძე 120 კმ-ია. ჩატარებული სამუშაოების და გამრიცხველიანების შედეგად მოსახლეობა სულ მალე 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა.
ფოთის წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივები მოსახლეა.
24 აპრილი, 2012
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, პრეზიდენტის რწმუნებულთან კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ირაკლი კვაშილავასთან ერთად ყვარლის წყალმომარაგების სისტემაზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო. რამაზ ნიკოლაიშვილი, გიორგი ღვინიაშვილთან ერთად ყვარელში მცხოვრებ -ხარატიშვილების ოჯახსაც ესტუმრა. როგორც მასპინძლებმა აღნიშნეს, წყლის მიწოდების საკითხი ყვარელში მართლაც მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა მინისტრს პირადად მიაწოდა ინფორმაცია ყვარელში და რეგიონის სხვა ქალაქებში წყალმომარაგების კუთხით განხორციელებული სამუშაოების შედეგების შესახებ.
წყალმომარაგების საკითხი ყვარელში წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ყვარლის 11 ათასამდე მოსახლე წყალს, ყოველ მეორე დღეს 4 საათიანი გრაფიკით იღებდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისა და სამივე ჭაბურღილის სისტემაში ჩართვის შედეგად კი სუფთა და ხარისხიან წყალს, ყვარლის მოსახლეობა ყოველდღიურად 8-10 საათიანი გრაფიკით იღებს.
პროექტის ფარგლებში წყლის სათავე ნაგებობიდან რეზერვუარამდე შეიცვალა 4 კილომეტრი ცენტრალური მაგისტრალი. მოხდა რეზერვუარებთან არსებული 3 ჭაბურღილის რეაბილიტაცია.
24 აპრილი, 2012
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად, დაიწყო პროექტი, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში, ევროპული სტანდარტების 50-მდე სანიტარული წერტილის მშენებლობას ითვალისწინებს. საზოგადოებრივი სანიტარული წერტილების არ არსებობა ანტისანიტარიას იწვევდა და დისკომფორტს უქმნიდა, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას ასევე ტურისტებს.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ყვარელში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ირაკლი კვაშილავასთან ერთად ყვარელში დაათვალიერა. ახალი შენობები თანამედროვე არქიტექტორების მიერ, ადგილმდებარეობის შესაბამისი დიზაინის მიხედვით არის დაპროექტებული.
ამ ეტაპზე ყვარელში მარჯანიშვილის და ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი მსგავსი ტიპის წერტილის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტზე, რომელიც საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება სულ 250- მდე ადამიანი დასაქმდება.
19 აპრილი, 2012
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ პირველი სტიპენდიანტი გამოავლინა. გამარჯვებულ სტუდენტს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა წარმატება პირადად მიულოცა.
პროექტი „გააუმჯობესე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა" საქრთველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყალმომარაგებისა და წყალარინების დარგის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით წამოიწყო. პროექტის მონაწილეებს, ტექნიკური უნივერსიტეტის წყლის რესურსების გამოყენების, დაცვის და წყალმომარაგების მიმართულების სტუდენტებს, რომლებსაც თეორიული კურსი გავლილი აქვთ, ევალებოდათ ერთი თვის მანძილზე შეესწავლათ საქართველოს დასახლებულ ადგილებში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხები და სქემის სახით წარმოედგინათ.
პროექტის პირველი გამარჯვებული ტქენიკური უნივერსტეტის წყალმომარაგების ფაკულტეტის სტუდენტი გივი ნადირაძე გახდა, რომელმაც წარმოადგინა „ქ. დუშეთის წყალმომარაგების გაუმჯობესების" პროექტი. კომპანია სტუდენტს მთელი წლის სწავლის საფასურს დაუფარავს, გარდა ამისა, იგი უკვე დასაქმდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.
მსგავსი ტიპის კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება და გამარჯვებული სტუდენტები სტიპენდიას ყოველი სემესტრის დასასრულს მიიღებენ.
10 აპრილი, 2012
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრსს რამაზ ნიკოლაიშვილს და პრეზიდენტის რწმუნებულს იმერეთის რეგიონში ლაშა მაქაცარიას, ქალაქ ზესტაფონში ჩატარებული წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გააცნო.
წყალმომარაგება ზესტაფონისთვის ბოლო 30 წლის მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა იყო. მოსახლეობის ძირითად ნაწილს წყალი 3-4 დღეში ერთხელ მხოლოდ 3 საათით მიეწოდებოდა. მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოების შედეგად, ზესტაფონის მოსახლეობა ყოველდღიურ, 7 საათიან, წყალმომარაგებაზე გადავიდა. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები, რათა ქალაქის მოსახლეობამ წყალი უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში მიიღოს. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ განახორციელა. სამუშაოებზე 70 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა.
ზესტაფონის წყალმომარაგების რეაბილიტაციის ფარგლებში შეკეთდა 3 ტუმბო-დანადგარი, ცენტრალური მაგისტრალის მონაკვეთი შეიცვალა ახლით, ხოლო 4 კმ-ზე მოხდა წერტილოვანი დაზიანებების აღმოფხვრა, რამაც წყლის დანაკარგის შემცირებას და წყალმომარაგების ყოველდღიურ გრაფიკზე გადასვლას შეუწყო.
2 აპრილი, 2012
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სასმელი წყლისა და წყალარინების ქსელზე მიერთების მსურველთა საყურადღებოდ!
23 მარტი, 2012
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის, ათასწლეულის ფონდის და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები საქართველოში აკრედიტებული საელჩოებიდან.
ღონისძიებაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო სამსახურების ხელმძღვანელბმა მოწვეულ სტუმრებს 2011 წელს შესრულებული საქმიანობის შედეგები გააცნეს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელმა ირაკლი კვაშილავამ 2012 წლის სამოქმედო გეგმაზე გაამახვილა ყურადღება და სტუმრებს იმ პროექტების ნუსხა წარუდგინა, რომელიც დონორი ორგანიზაციების დახმარებით მიმდინარე წელს წყალმომარაგების სფეროში განხორციელდება.
მოწვეულ სტუმრებს რამაზ ნიკოლაიშვილმა მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დონორი ორგანიზაციები წლების განმავლობაში ახორციელებენ, როგორც რეგიონული განვითარების კუთხით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პროცესში.
საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგნლებმა 2011 წლის მანძილზე სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა დადებითად შეაფასეს და კმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ საშუალება მიეცათ პირადად მინისტრისაგან მოესმინათ ინფორმაცია სამომავლო თანამშრომლობის გეგმების შესახებ.















