მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მისი დასრულება 2024 წლის მაისის თვეშია დაგეგმილი. შედეგად, სოფლების: აკეთის, ჯურუყვეთისა და ღრმაღელეს 1990 ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
შედეგად, 3400 ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს.
დღეის მდგომარეობით, აღნიშნული სამუშაოების 70% უკვე შესრულებულია. პროექტის დასრულება 2024 წლის ბოლოს იგეგმება, რის შედეგადაც, ქ. ყვარლის მოსახლეობა 24 საათიანი, სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ამბროლაურში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.
სერვის ცენტრი
ქალაქი
აბონენტი